პროექტები და ღონისძიებები

1. პროექტის სახელწოდება: ძველი და ახალი ლონდონი.
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას ლონდონის შესახებ. მის ძველ ისტორიას და ახალ და უახლეს ცნობებს იძიებენ.
3.პროექტის აქტუალობა: გაეცნობიან მოსწავლეები ლოდნონს. მის არქიტექტურას, ლიტერატურატს, კულტურას, ისტორიულ მნიშვნელობას.
4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა ზოგადი ცოდნა შეიძინონ დიდი ბრიტენეთისა და მისი დედაქალაქის შესახებ.
5. მონაწილეთა ასაკი: 8-11 წ
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები რაც  შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და უნარებს, შედგება შემეცნებითი პრეზენტაციები, შეიქმნება ვებ-ბლოგი, ფოტო ალბომი. მიიღებენ ინფორმაციას ინგლისის ისტორიის, გეოგრაფიის, ღირსშესანიშნავი ადგილების, ტრადიციებისა და ფოლკლორის შესახებ.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცლები, ფორმატი, პოსტერი. კედლის გაზეთი, პროექტორი, google, youtube, wikipedia, googlemap, კლასგარეშე ლიტერატურა, ენციკლოპედია.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის დასაწყისში მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს მითითებებს პროექტის შესახებ, საჭირო ლიტერატურას. ინტერნეტ საიტების მისამართებს. რათა მოსწავლეებს გაუადვილდეთ მუშაობა. მოსწავლეებს ვყოფ 5 ჯგუფად მათი შესაძლებლობების მიხედვით. მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში იძიებენ დიდი ბრიტანეთის შესახებ ზოგად ინფორმაციას. მისი ფართობი, მოსახლეობა. ტერიტორიული მდებარეობა. მისი ისტორიიდან ზოგადი ინფორმაციის მოძიება, ასევე ჯგუფებში მუშაობენ და იძიებენ ამ ქვეყნის ლიტერატურას, მწერლებს, ეცნობიან მის კულტურას, ისტორიულ ძეგლებს იძიებენ მათ შესახებ ინფორმაციებს, ენციკლოპედიებსა და ინტერნეტ სივრცეში ეძებენ ინფორმაციას ლონდონის შესახებ. როდის დაიწყო ახალი ლონდონის მშენებლობა და რატომ, რა იყო ამის მიზეზი, ვისი მეფობის დროს. ეტაპობრივად აკეთებენ პოსტერებს მოძიებული ინფორმაციის დახმარებით, მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან. მოსწავლეები შეისწავლიან ინგლისის ტრადიციებს, ბუნებრივ რესურსებს და ღირსშესანიშნაობებს. მოიძიებენ ინფორმაციას დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღწერენ მის ფლორას და ფაუნას. ინფორმაციას დაურთავენ ფოტო მასალას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ხელოვნება, სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი).
11.პროექტის ხელმღვანელი:  ნინო შინჯიკაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninia8686@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://ninoshinjikashvili.blogspot.com/


2 comments:

Unknown said...

gadasarevi proeqtia.

Unknown said...

madloba marika:)